სოფელ ყინჩაურში მეწყერულ პროცესებს ჰესის მშენებლობას უკავშირებენ

21 აპრილი 2017, 00:00 4291 ნახვა

ყინჩაურის მოსახლეობა სოფელში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს, დამშრალ წყლებს და დაბზარულ საცხოვრებელ სახლებს შუახევიჰესის მშენებლობისთვის სოფელში 7 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას უკავშირებს.

“აჭარისწყალი ჯორჯიაში” ბრალდებებს უარყოფენ. მთავრობამ გეოლოგებისგან 10 პუნქტიანი რეკომენდაცია მიიღო, რომელიც მოსახლეობას გააცნეს. თავიდან მოქალაქები ამ პუნქტებს არდაეთანხმნენ, თუმცა ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 5 პუნქტის განხორციელება ყინჩაურის მოსახლეობასთვის მისაღები აღმოჩნდა.

 ხულოს გამგებლის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, სოფელში 5 პუნქტიანი გეგმა განხორციელდება. მომდევნო კვირიდან გეოლოგები განვითარებულ ახალ მეწყრულ კერებს კიდევ ერთხელ შეისწავლიან, ასევე დაიგეგმა ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელება, ღია და დახურული სანიაღვრე არხების მოწყობა, წყლის შემოწმება და სადრენაჟო სისტემის პროექტში ცვლილების განხორციელება.

შუახევჰესისთვის გვირაბების მშენებლობა ხულოსა და შუახევის 12 სოფელში უკვე დასრულებულია. ჰესი ოპერირებას წლის ბოლომდე დაიწყებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში