მეთევზეები დახმარებას ითხოვენ

23 დეკემბერი 2024, 14:48 175 ნახვა

ქობულეთში მცხოვრები მეთევზეები გარემოს დაცვის სამინისტროსა და სანაპირო დაცვას დახმარებას და პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. ამბობენ, რომ რამდენიმე თვეა აჭარის შავი ზღვის აკვატორიაში საქართველოსა და თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი დიდი ზომის თევზსაჭერი გემები თევზს უკანონოდ მოიპოვებენ, ასევე იტაცებენ ზღვაში ჩაყრილ ბადეებს.  მათივე ინფორმაციით  მსგავსმა ფაქტებმა  სისტემატური სახე მიიღო.

მეთევზეების ინფორმაციით, დახმარებისთვის სანაპირო დაცვას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.  გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციურ სამმართველოში წერილობით გვიპასუხეს. მასში აღნიშნულია, რომ უწყება მეთევზეების პრობლემას იცნობს, თუმცა საკითხი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ხასიათს სცილდება და მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გაატარონ რაიმე ტიპის რეაგირება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში