ყინჩაურის მცხოვრებთა პრობლემები 

20 აპრილი 2017, 00:00 3345 ნახვა

ჰესების მშენებელი კომპანიიისგან, ამჯერად “აჭარისწყალი ჯორჯიასგან” და ხელისუფლებისგან კომპენსაციას, ან განსახლებას ითხოვს მოსახლეობა ხულოშიც, სოფელ ყინჩაურში.

ადგილობრივებთან მთავრობისა და ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ყინჩაურელები გააქტიურებულ ეროზიულ პროცესებს სოფელში 7- კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას უკავშირებენ, რასაც “აჭარისწყალი ჯორჯიაში” უარყოფენ.

მთავრობამ გეოლოგებისგან 10-პუნქტიანი რეკომენდაცია მიიღო, რომელიც სოფელში ფერდსამაგრი სამუშაოებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს.  ადგილობრივები მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას არ თანხმდებიან. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში