საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

14 დეკემბერი 2024, 17:40 348 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია. საქართველოს ნაკრები E ჯგუფში იასპარეზებს.

მეტოქეებად კი ესპანეთი-ნიდერლანდების გამარჯვებული ერთა ლიგაზე, თურქეთი და ბულგარეთი ეყოლება.

საქართველო პირველ მატჩს 2025 წლის 4 სექტემბერს შინ თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

  • 4 სექტემბერი - საქართველო  -  თურქეთი;
  • 7 სექტემბერი - საქართველო  -  ბულგარეთი;
  • 11 ოქტომბერი - ესპანეთი/ნიდერლანდები  -  საქართველო;
  • 14 ოქტომბერი - თურქეთი  -  საქართველო;
  • 15 ნოემბერი - საქართველო  -  ესპანეთი/ნიდერლანდები ;
  • 18 ნოემბერი - ბულგარეთი  -  საქართველო.

ფორმატის თანახმად მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 ევროპული ნაკრები გავა. მსოფლიოს ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

 
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში