სარაგბო კლუბმა ბათუმმა შინ "არმია" დაამარცხა

13 დეკემბერი 2024, 16:47 279 ნახვა

სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" რაგბი დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ნინიძის გუნდმა მე-11 ტურის შეხვედრაში თბილისის „არმიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 14:9 დაამარცხა.  

"ბათუმი რაგბი არენაზე“ გამართული მატჩშის  პირველ ნახევარში შავიზღვისპირელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს.

გატანილი ლელოთი თავი გიორგი თხილაიშვილმა გამოიჩინა, ხოლო გარდასახვა ზუსტად ზურა ფირცხალაიშვილმა შეასრულა. რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, მასპინძლებმა თავის მონაგარს ერთი საჯარიმო ლელო მიუმატეს და აქტივში მნიშვნელოვანი 4 ქულა ჩაიწერეს.

ამრიგად, 11 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ „ბათუმი“ რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას ბათუმი 20 დეკემბერს სტუმრად ქუთაისის „არესის“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში