აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ დარჩება ალიანსში, თუ მას სამართლიანად მოექცევიან. ტრამპის თქმით, მოკავშირეები საკმარის ინვესტიციას თუ არ განახორციელებენ თავდაცვაში, აშშ ნატო-ს დატოვებას განიხილავს
„ისინი თუ გადაიხდიან გადასახადებს და სამართლიანად მოგვექცევიან, მაშინ პასუხი არის, რომ დავრჩებით ნატო-ში.
ნატო-მ ისარგებლა ჩვენთან სავაჭრო ურთიერთობებით. ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს, ჩვენს საკვებ პროდუქტებს, ისინი არაფერს იღებენ. ეს სირცხვილია. ამასთან, ჩვენ ვიცავთ მათ, ასე რომ, ეს ორმაგი დარტყმაა. მე შევძელი ასობით მილიარდი დოლარის მობილიზება, მხოლოდ და მხოლოდ, ხისტი დამოკიდებულებით. მე ვუთხარი ალიანსის წევრ სახელმწიფოებს - არ დაგიცავთ, ვიდრე არ გადაიხდით და მათ დაიწყეს გადახდა. შედეგად, 600 მილიარდ დოლარზე მეტი მივიღეთ. ეს არ არის პატარა რამ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.