ისტორიულ ხიდზე ტრანსპორტი გადაადგილდება

18 აპრილი 2017, 00:00 4829 ნახვა

შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი ჭახათის თემში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ქობულეთის ორი სოფლის მოსახლეობას ერთმანეთთან აკავშირებს, განადგურების პირასაა.

ჭახათელების თქმით, ხიდზე ხშირად სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან, რის გამოც ისტორიული ძეგლი დაზიანებულია. როგორც გავარკვიეთ, ალტერნატიული ხიდის აშენების მოთხოვნით, ქობულეთის გამგეობამ საგზაო დეპარტმენტს 6 წლის წინ მიმართა. თუმცა, ახალი ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში არ იგეგმება.

გამგეობაში დღეს კომენტარი არ გააკეთეს. რას ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში?

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში