თურქეთის რეფერენდუმის შედეგები

18 აპრილი 2017, 00:00 3331 ნახვა

ერდოღანი რეფერენდუმის შედეგებს ზეიმობს, მოქალაქეების ნაწილი კი, საპროტესტო აქციებს მართავს. პარალელურად, თურქეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქვეყნის უმაღლეს საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ მორიგი რეფერენდუმის გამოცხადებას გეგმავს. 16 აპრილის შედეგებს ეუთო არ აღიარებს, საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკას ქვეყნის პრეზიდენტი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

რეფერენდუმის შემდეგ მთავრობის პირველი მასშტაბური გადაწყვეტილება გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის კიდევ სამი თვით გაგრძელებაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი