სარაგბო კლუბმა “ბათუმმა,” შინ "ხვამლი" დაამარცხა

01 დეკემბერი 2024, 16:26 206 ნახვა

სარაგბო კლუბმა “ბათუმმა,” რაგბი დიდი 10-ის მე-10 ტურის შეხვედრაში „ხვამლს“  უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 18:11 დაამარცხა.

"ბათუმი რაგბი არენაზე“ გამართულ მატჩში შავიზღვისპირელებმა მეტოქეს საერთო ჯამში 2 ლელო დაუდეს. ლელოების დუბლით თავი გიორგი შუკაკიძემ გამოიჩინა. რაც შეეხება დარჩენილ ქულებს, 1 გარდასახვითა და 2 ზუსტად შესრულებული ჯარიმით გუნდს ბუბა ნოზაძე დაეხმარა. 

ამრიგად, 10 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ „ბათუმი“ რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას ირაკლი ნინიძის გუნდი 13 დეკემბერს შინ თბილისის „არმიის“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში