ოლაფ შოლცი მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს რომ ეს საუბარი აჩვენებს იმას, რომ ომის მიმართ პუტინის დამოკიდებულებაში ცოტა რამ შეიცვალა და ეს არ არის კარგი ამბავი.
გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ პუტინთან საუბარი ღირდა, რათა გაეფანტა ილუზიები, თითქოს დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმას აპირებს. ასევე საუბარი იყო ძალიან დეტალური.
ცნობისთვის, ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს პარასკევს, 2 წლის განმავლობაში პირველად ესაუბრა ტელეფონით. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ შოლცმა პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის გამოვლენისკენ მოუწოდა.