ბათუმი საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს მასპინძლობს

16 ნოემბერი 2024, 19:45 195 ნახვა

ბათუმი, უკვე მეორედ, საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ მასპინძლობს. მისი მიზანი გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და ავთენტიკური სამზარეულოს თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოჩენაა. “გასტრო ბათუმის”” ფარგლებში ბათუმში  მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან.
ფორუმის პირველ დღეს, ავთენტიკური კულინარიისა და თანამედროვე გასტრონომიის შესახებ დისკუსია გაიმართა, ხვალ და ზეგ კი, ადგილობრივი მზარეულებისთვის კულინარიული მასტერკლასები ჩატარდება. გასტრო ფორუმი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით,  რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით ტარდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში