ქართველი სამბისტები მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში ექვსი მედლით დაბრუნდნენ

12 ნოემბერი 2024, 10:15 220 ნახვა

ყაზახეთში გამართულ 2024 წლის სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი იზეიმა ჯაბა თურქია გახდა, რომელმაც ფინალში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა.

ვიცე-ჩემპიონის ტიტული ჩიდრაშვილმა მოიპოვა. მიშიკო ნოზაძე, დავით ლორიაშვილი და გიორგი ქავთარაძე ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ.

პარასამბოში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა რამინ ყიფშიძე. ქართველ სამბისტები უკვე დაბრუნდნენ საქართველოში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში