ამსტერდამში დემონსტრაციები აიკრძალა

09 ნოემბერი 2024, 11:55 228 ნახვა

ამსტერდამში ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმების გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. პოლიციას მიეცა საგანგებო ვითარებაში ადამიანების გაჩერებისა და ჩხრეკის უფლება, 3 დღის განმავლობაში კი აიკრძალა დემონსტრაციების გამართვა. ამსტერდამის მერის განცხადებით, საფეხბურთო გუნდ „მაკაბის“ გულშემატკივრებზე თავდასხმის შემდეგ, მათ დასაცავად და სასტუმროში მისაყვანად სპეცრაზმის ჩარევა გახდა საჭირო.
მედიაში გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს სპეცრაზმის მოქმედება, ზოგიერთი თავდამსხმელი ისრაელის საწინააღმდეგო შეურაცხმყოფელ სიტყვებს გაჰყვიროდა, ასევე ისმოდა „მაკაბის“ მხარდამჭერების ანტიარაბული ლოზუნგები. ნიდერლანდების მთავრობაში აცხადებენ, რომ  ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმაში მონაწილეებს გამოავლენენ და დასჯიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში