ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს რომ მტრები გამანადგურებელ პასუხს მიიღებენ.
„მტრები, ეს სიონისტური რეჟიმი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები, აუცილებლად მიიღებენ გამანადგურებელ პასუხს იმის გამო, რასაც ისინი ირანის, ირანელი ხალხისა და წინააღმდეგობის ფრონტის წინააღმდეგ აკეთებენ“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ხამენეის თავდასხმის დრო და პოტენციური მასშტაბი არ დაუკონკრეტებია.
26 ოქტომბერს ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თვითმფრინავებმა ირანის საჰაერო თავდაცვის ბატარეებისა და ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ობიექტებს დაარტყეს, რომელიც ირანმა 14 აპრილსა და 1-ელ ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისას გამოიყენა.