გოდერძის უღელტეხილზე, მოძრაობა აღდგა. დიდთოვლობის გამო, 5 თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო. თოვლის საფარის სიმაღლე აქ 3 მეტრს აღწევს.
ადილზე საქართველოს საგზაო დეპარტამენტის 6 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
საქართველოს პარლამენტის წევრის, ანზორ ბოლქვაძის, განცხადებით, გზის გაწმენდის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. იგეგმება ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 29 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.