გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის კომუნიკაცია

31 ოქტომბერი 2024, 10:40 237 ნახვა

თუ საქართველო არ შეატრიალებს მოქმედების მიმდინარე კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირის გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, კომისია ვერ შეძლებს განიხილოს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია, - ამის შესახებ გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის დოკუმენტშია აღნიშნული.

ევროკომისია აცხადებს, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების საკმარისი პოლიტიკური ვალდებულება განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ქვეყნის ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. პირიქით, მნიშვნელოვანმა ნეგატიურმა მოვლენებმა, ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ, ისევე როგორც ქართველი ოფიციალური პირების ძლიერმა ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივებმა, მძიმედ დააზარალა საქართველოს ევროკავშირის ტრაექტორია.

დოკუმენტში საუბარია არჩევნებთან დაკავშირებითაც და აღნიშნულია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი