საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა - ჰერჩინსკი

31 ოქტომბერი 2024, 10:40 86 ნახვა

ნუ დაკარგავთ იმედს! - ამ სიტყვებით დაასრულა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენცია, რომელიც 2024 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართა. მისი განცხადებით, დღევანდელი ანგარიში ბოლო 12 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების სამართლიან შეფასებას წარმოადგენს.

ელჩის თქმით, ისურვებდა, რომ მეტი პოზიტიური მიღწევების შესახებ საუბარი შეეძლოს, სამწუხაროდ, „მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულმა მტრულმა ნარატივებმა და დეზინფორმაციამ“- განაცხადა ელჩმა.

ამასთან ჰერჩინსკი სთავაზობს ხელისუფლებას ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. „რა იქნება შემდეგ? ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი, ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი