თხილვანელები კომპენსაციების მოლოდინში

14 აპრილი 2017, 00:00 3852 ნახვა

თხილვანადან მარნეულში განსახლებულ, მოგვიანებით კი უკან დაბრუნებულ 40-მდე ოჯახს  სახელმწიფო კომპენსაცია, მას შემდეგ გადაეცემა, თუ მარნეულში არსებულ ქონებას სახელმწიფოს საკუთრებაში დააბრუნებენ.

საქართველოს პარლამენტში მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი, დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მოსახლეობას სოფლის დროულად დაცლას თხოვს. პირველ ეტაპზე სოფელს 28 ოჯახი დატოვებს, ისინი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 25 ათას ლარს მიიღებენ. თხილვანაში მეწყრული პროცესები იანვარში გააქტიურდა, საფრთხე 65 ოჯახს შეუქმნა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში