ფერმერების პრობლემები მოისმინა ქედაში სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ადგილობრივებს შხამ-ქიმიკატების მაღალი ფასი და უხარისხობა აწუხებთ. ფერმერების თქმით, ტექნიკის ნაკლებობის გამო, მიწის ნაკვთები დაუმუშავებელი რჩებათ.
შეხვედრაზე თამბაქოს დაბალ ფასსა და გადამუშავების პრობლემებზეც ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის მინისტრი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. ლაშა კომახიძის ინფორმაციით, ,,პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, მომსახურების ცენტრში ფერმერის მიერ მოწეული პროდუქცია დამუშავდება, შეიფუთება და სარეალიზაციოდ მომზადდება. უწყების ხელმძღვანელმა სხვა დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.
შეხვედრას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ასევე აგრარული და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ესწრებოდნენ.