ნარჩენების მართვის 2016–2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2016–2020 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა ხულოში განიხილეს. ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა კითხვებს იუესეიდის აჭარის კოორდინატორმა უპასუხა. ნარჩენების მართვის გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტები, კანონმდებლობით გაწერილ, მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებენ. გეგმის მიზანი ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებაა.