კუბას ქარიშხალმა ოსკარმა გადაუარა

22 ოქტომბერი 2024, 09:01 250 ნახვა

ტროპიკული ქარიშხლის ოსკარის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ოსკარი თავს დაატყდა  კუბის აღმოსავლეთ ნაწილს და ყველაზე მეტად გუანტანამოს პროვინცია დააზარალა, სან ანტონიოსა და იმიასის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა წყალდიდობის ისტორიული დონე. 

სამაშველო ოპერაციები და ზარალის შეფასება ჯერ კიდევ გრძელდება კარიბის ზღვის კუნძულზე, რომელიც რამდენიმეთვიან ენერგოკრიზისს განიცდის, რასაც ახლა  უკვე სურსათის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტიც დაემატა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი