ნატოს ზოგიერთმა წევრმა უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ მხარი დაუჭირა

19 ოქტომბერი 2024, 11:55 268 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის „გამარჯვების გეგმას“ ნატო-ს ზოგიერთმა წევრმა მხარი დაუჭირა. მოკავშირეთა ნაწილი თანხმდება რომ ალიანსში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება შეიძლება პუტინის რეჟიმზე ზეწოლის „პოტენციური ბერკეტი“ იყოს. Bloomberg-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ საკითხთან უთანხმოება იყო ნატო-ს ზოგიერთ წევრს შორის. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ბერლინში ვიზიტისას მოკავშირეებს მოუწოდა „ხელები არ ჩამოყარონ“ და უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ იქამდე, ვიდრე ის სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ მოიპოვებს. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამ დრომდე ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში სწრაფად შესვლას და აღნიშნავს, რომ ასევე არ ეთანხმება უკრაინისთვის რაკეტების მიწოდებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეებზე დასარტყმელად. ასევე, მოკავშირეებმა ვერ მიაღწიეს ერთიანობას უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღის მიწოდების საკითხში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი