კამალა ჰარისი „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობას გამოეხმაურა

18 ოქტომბერი 2024, 09:03 203 ნახვა

პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის დაღუპვას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გამოეხმაურა. კამალა ჰარისის თქმით, სინვარის „ხელებზე ამერიკელების სისხლი“ იყო.

ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება და „ჰამასის“ საფრთხე მათთვის აღარ უნდა არსებობდეს.

დაამატა, რომ ეს მომენტი იძლევა შესაძლებლობას საბოლოოდ დასრულდეს ომი ღაზაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი