ევროპული საქართველო“ დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის დაგმობის შესახებ რეზოლციით მიმართავს. პარტიაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტს მხარი დაუჭიროს და საერთაშორისო საზოგადოებამ პოზიცია დააფიქსიროს.
უმრავლესობა რეზოლუციის მხარდაჭერას არ აპირებს. ვიცე-სპიკერის თქმით, დოკუმენტში ნათქვამია რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას აკლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას, რაც, მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.