ნიუ-იორკში საფონდო ბირჟის წინ პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

15 ოქტომბერი 2024, 13:45 243 ნახვა

200-ზე მეტი პროპალესტინელი დემონსტრანტი დააკავა პოლიციამ  ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. ისინი აშშ-ის მიერ  ღაზაში ისრაელის ომის მხარდაჭერას აპროტესტებდნენ.   

აქციის არც ერთი მონაწილე არ შეჭრილა  ბირჟის შენობაში, თუმცა  ათობით ადამიანმა გაარღვია პოლიციის უსაფრთხოების ღობე, რომელიც საფონდო ბირჟის მთავარი შენობის წინ, ბროდ-სტრიტზე იყო დამონტაჟებული.

პოლიციის სპიკერის თქმით, დაკავებულია  206 დემონსტრანტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი