ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ კანარის კუნძულებთან ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე 4 ტონა კოკაინი ამოიღო. პოლიციამ გემის ეკიპაჟის ცხრავე წევრი დააკავა, რომლის დანიშნულების საბოლოო ადგილი ვიგოს პორტი იყო. ოპერაციას კოორდინაციას უწევდა სპეციალური ანტინარკოტიკული პროკურატურა ესპანეთის საზღვაო ძალების მხარდაჭერით.