აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით ზამთრის სეზონზე ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება

15 ოქტომბერი 2024, 14:24 273 ნახვა

საქართველოს აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმის უმასპინძლა.

ირაკლი ქარქაშაძემ ელჩს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი, სანავიგაციო კოშკურა დაათვალიერებინა და აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო.

მხარეებმა ისაუბრეს აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებაზე, რომლის სიხშირეებიც ნოემბრიდან გაიზრდება.

ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით აკავშირებს და აბუ-დაბის მიმართულება გადაყვანილი მგზავრების კუთხით, პირველ ადგილზეა.

აბუ დაბი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ამ ეტაპზე, ყოველდღიურად ხორციელდება, ზამთრის სეზონზე კი რეისები ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით გაიზრდება და კვირაში 10 სიხშირით შესრულდება.

2024წლის 9 თვის მონაცემებით, აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით ავიაკომპანიაWizz Air Abu Dhabi-მა115 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი