საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დამარცხდა

15 ოქტომბერი 2024, 10:03 295 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მორიგი მარცხი  - ჯვაროსნებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლეს და მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდნენ.  0:1 - სტუმრებმა თბილისიდან 3 ქულა წაიღეს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა.  

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში პირველად ასპარეზობს.  ისინი ვინც მიხეილ მესხის სტადიონზე ვერ მოხვდნენ, ეროვნულ ნაკრებს დიდ ეკრანებთან გულშემატკივრობდნენ. 

ბათუმში გულშემატკივრები სტადიონთან დამონტაჟებულ ეკრანთან იყვნენ შეკრებილები.

ახლა ყველას იმედი აქვს, რომ ქართველი ფეხბურთელები დარჩენილ ორ მატჩში გამარჯვებას მოახერხებენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში