ლუკა კურტანიძე ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონია

11 ოქტომბერი 2024, 13:52 255 ნახვა

ლუკა კურტანიძე თავისუფალ ჭიდაობაში, ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა.

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭიდავემ ხორვატიის ქალაქ პორეჩში გამართულ პლანეტის პირველობაზე 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სამიდან სამი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანიძე  ევროპის 5-გზის და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონია, ასევე ის ოლიმპიური თამაშების 2-გზის მედალოსანია. 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში