შარლ მიშელი ისრაელს მოუწოდებს პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს

11 ოქტომბერი 2024, 14:01 255 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელის თავდასხმა გაერო-ს სამშვიდობო მისიაზე მიუღებელია. შარლ მიშელმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გაერო-ს სამშვიდობოებმა სამხრეთ ლიბანში, მათ შტაბ-ბინაზე ისრაელის ძალების მიერ მიტანილი იერიშის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

შემთხვევის დროს დაიჭრა ორი ინდონეზიელი ცისფერჩაფხუტიანი.

მომხდარს ასევე გამოეხმაურა გაერო-ში ინდონეზიის ელჩი, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ აყენებს ისრაელი საკუთარ თავს მშვიდობის საერთო ღირებულებებზე მაღლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში