ქედაში ენმ სკოლის გახსნას ითხოვს

11 აპრილი 2017, 00:00 3415 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფელ ტაკიძეებში დაწყებითი სკოლის გახსნას ითხოვს. ვაჟა ბოლქვაძის თქმით, 2014 წელს,   სკოლისთვის აგებული შენობა უფუნქციოა.

სასწავლო დაწესებულების საჭიროებაზე  სოფლის მოსახლეობაც საუბრობს. მათი თქმით, ბავშვებს ზამთარში ფეხით 3 კილომეტრის  გავლა უწევთ. ქედის რესურსცენტრში ამბობენ, რომ კონტინგენტის  კლების გამო, სკოლის გახსნის საჭიროება დღის წესრიგში აღარ იდგა. ამჟამად შენობას სოფლის სახლის სტატუსი აქვს.

ამავე კატეგორიაში