ოკუპანტის იერიშს ოდესის რეგიონში მოზარდი ემსხვერპლა

11 ოქტომბერი 2024, 09:01 363 ნახვა

ოკუპანტის იერიშს ოდესის რეგიონში 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი მოზარდია. ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა საცხოვრებელ უბანზე განხორციელდა, რის შედეგადაც 2 სართულიანი სახლი დაინგრა.

დაღუპულებს შორის 43 წლის ქალი და 22 წლის მამაკაციც არიან. მე-4 მსხვერპლი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ოდესის საოლქო - სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაშავდა 10 ადამიანი, მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი