სოფელ დიოკნისში ხანძარს 70 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

11 აპრილი 2017, 00:00 12120 ნახვა

ხანძარი სოფელ დიოკნისში. გარდაცვლილია 70 წლის მამაკაცი.  

ადგილობრივების ინფორმაციით, მას   სავარაუდოდ, შიშის ნიადაგზე გულის შეტევა მოუვიდა.  ხანძრის ლოკალიზება ამ წუთებშიც გრძელდება. საცხოვრებელი ნაწილობრივ დამწვარია, ცეცხლის გაჩენის მიზეზი  კი ამ ეტაპზე უცნობია.  

გამგეობის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახის შესახებ სამთავრობო კომისიაზე იმსჯელებენ. 5- წევრიან ოჯახს, თვითმმართველობის განმარტებით, სავარაუდოდ, 10 ათასი ლარით დაეხმარებიან.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება  187- ე მუხლითაა დაწყებული,  რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განაგურებას გულისხმობს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში