დღეიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ფრიდონ ხალვაშის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება - ბათუმის მერია

02 ოქტომბერი 2024, 15:37 145 ნახვა

ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, 2 ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ფრიდონ ხალვაშის გამზირის მონაკვეთზე (ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 4-ე კმ). ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს.

შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელია ჭოროხის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში