კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა დიპლომატიაა - ლიბანის პრემიერი

29 სექტემბერი 2024, 20:34 195 ნახვა

ლიბანის პრემიერ-მინისტრ, ნაჯიბ მიკატის განცხადებით, კონფლიქტის დასასრულებლად დიპლომატიის გარდა, სხვა ვარიანტი არ არსებობს.

"შესაძლოა, გამოყენებული იქნას გაერო-ს უსაფრთხოების 1701 რეზოლუცია, რომელიც 2006 წლის ისრაელ-ლიბანის ბოლო ომის დასასრულებლად იქნა მიღებული, მაგრამ, სათანადოდ არასოდეს შესრულებულა", - განმარტავს მიქატი.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უნდა ვრცელდებოდეს როგორც ღაზის სექტორზე, ისე ლიბანზე.

ლიბანის მთავრობის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტისთვის ისრაელთან დიპლომატიური მცდელობები, კვლავ გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი