„ჰეზბოლა“ ლიდერის, ჰასან ნასრალას დაღუპვას ადასტურებს.
"დაჯგუფება გააგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას, ღაზისა და პალესტინის მხარდაჭერას და ლიბანელი ხალხის დაცვას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ჰასან ნასრალას ლიკვიდირების შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს, მათი განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას“ სხვა წევრების ლიკვიდირებაც განხორციელდა.