ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას ტერორიზმისგან - ენტონი ბლინკენი

28 სექტემბერი 2024, 10:31 135 ნახვა

ლიბანში ისრაელის მიზანი ლეგიტიმურია, ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას ტერორიზმისგან - ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს.

ბლინკენის თქმით, ისრაელი საკმარისად უსაფრთხო გარემოს ქმნის იმისთვის, რომ ხალხმა სახლში დაბრუნება შეძლოს.

„არჩევანი, რომელსაც ყველა მხარე უახლოეს დღეებში გააკეთებს, განსაზღვრავს, თუ რომელ გზას დაადგება ეს რეგიონი, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება ახლა და მომავალ წლებში“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენი ამბობს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ დიპლომატიაა.

ლიბანში ბოლო რამდენიმე დღეა, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი