გენერალური დებატები გაეროს გენერალური მდივნის და გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის გამოსვლებით გაიხსნა. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა.
გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების თემაა - „არავის მიტოვება: ერთობლივი მოქმედება მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და ადამიანური ღირსების წინსვლისთვის ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის“.