რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერ, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მეორე სამშვიდობო სამიტში“, რომლის ჩატარებასაც უკრაინა გეგმავს.
„რუსეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ და არც აპირებენ მონაწილეობას „ბურგენშტოკის პროცესის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებში“, – ამბობს მან.
ზახაროვამ უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება „რუსეთისთვის კაპიტულაციის ულტიმატუმის წაყენების“ განზრახვაში დაადანაშაულა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომდევნო გლობალური სამშვიდობო სამიტის ორგანიზატორები რუსეთის მოწვევასაც აპირებენ.