კესარია აბრამიძის მკველობაში ბრალდებული ბექა ჯაიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

20 სექტემბერი 2024, 21:23 445 ნახვა

დასრულდა სასამართლო პროცესი კესარია აბრამიძის მკველობის საქმეზე ბრალდებულის, ბექა ჯაიანის წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. პროკურატურა მოითხოვდა აღკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებულს პატიმრობა შეფარდებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.. აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის, ბექა ჯაიანის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. 

შეგახსენებთ, რომ კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. სამართალდამცველებმა ეჭვი მალევე მიიტანეს  მოკლულის მეგობარ მამაკაცზე, ბექა ჯაიანზე, რომელიც მკვლელობის დროს კესარია აბრამიძის ბინაში იმყოფებოდა. ბრალდებული რამდენიმე საათის შემდეგ სენაკისკენ მიმავალი, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი