ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება კოლონადების დაზიანებული ზედაპირების, არქიტექტურულ-დეკორატიული ელემენტების, ძეგლის, ფილებისა და სანათების აღდგენა.
სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 470 ათასამდე ლარს შეადგენს.