პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე

18 სექტემბერი 2024, 11:09 170 ნახვა

საქართველოში პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე აღინიშნა. ჯანდაცვის სამინისტროს ღონისძიებაზე ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ასევე, პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, სწორი და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ჯანდაცვის მინისტრმა.

პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხედვები და მოსაზრებები წარადგინა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველმა ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით თომას რუბალმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი