აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლებმა არჩევანი ორ ბოროტებას შორის ნაკლებზე უნდა გააკეთონ - რომის პაპი

14 სექტემბერი 2024, 09:57 180 ნახვა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლებმა არჩევანი ორ ბოროტებას შორის ნაკლებზე უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი სიცოცხლის საწინააღმდეგო პოლიტიკას აწარმოებს, რადგან ერთი აძევებს მიგრანტებს, მეორე კი, კლავს ბავშვებს აბორტის გზით.

რომის პაპმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მიგრანტების საწინააღმდეგო პოლიტიკა და კამალა ჰარისის მხარდაჭერა აბორტის უფლებების მიმართ.

„ორივე ეწინააღმდეგება სიცოცხლეს, ის, ვინც აძევებს მიგრანტებს და ის, ვინც კლავს ბავშვებს. ადამიანმა უნდა აირჩიოს ორი ბოროტებიდან ნაკლები. ვინ არის ორ ბოროტებას შორის უმცირესი? ეს ქალბატონი თუ ეს ბატონი? არ ვიცი. ყველამ, ვისაც სინდისი აქვს, უნდა იფიქროს ამაზე და გააკეთოს ეს. მიგრანტების გაგზავნა, მათი დატოვება, სადაც გინდა, მიტოვება, ეს რაღაც საშინელებაა, ბოროტებაა. დედის მუცლიდან ბავშვის გამოყვანა, მკვლელობაა, რადგან სიცოცხლეა“, – განაცხადა რომის პაპმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი