ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი კიევში ჩავიდნენ

11 სექტემბერი 2024, 13:44 158 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი კიევში ჩავიდნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, ბლინკენი და ლამი შეხვედრას გამართავენ უკრაინის პრეზიდენტთან და მთავრობის მაღალჩინოსნებთან.

ბლინკენმა განაცხადა, რომ სურს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან და სხვა ოფიციალური პირებისგან პირადად მოისმინოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია ვაშინგტონს მათ დასახმარებლად.

ამასთან დღეს კიევში ვიზიტით იმყოფებიან ლიეტუვის პრეზიდენტი,  ხორვატიისა და  ლატვიის პრემიერ-მინისტრები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში