ენერგეტიკოსის დღე

10 სექტემბერი 2024, 12:08 288 ნახვა

დღეს ენერგეტიკოსთა პროფესიული დღეა. ღონისძიება გარდაბანში პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი კობახიძემ შეკრებილებს თარიღი მიულოცა და სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, 2013 წლის რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის შედეგად ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში 377 ათასზე მეტი აბონენტი ჩაერთო.2025 წლის ბოლომდე კი, გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რითიც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება.

ირაკლი კობახიძემ აქცენტი გააკეთა ენერგეტიკული სექტორის წვლილზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.

ღონისძიების ბოლოს 46 ადამიანი დააჯილდოვეს. ისინი წლებია დარგში მუშაობენ.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში