პარიზის პარალიმპიადა დაიხურა

09 სექტემბერი 2024, 09:44 257 ნახვა

პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართა. „სტად დე ფრანსზე“ გამართულ ღონისძიებას 168 დელეგაციის 4500-მდე სპორტსმენი დაესწრო. მედლების საერთო ჩათვლის შედეგებით პირველი ადგილი ჩინეთმა დაიკავა, რომლის ანგარიშზე 94 ოქროს მედალია. მეორეზე დიდი ბრიტანეთის გუნდი გავიდა, ამერიკის შეერთებული შტატების პარალიმპიურმა ნაკრებმა კი მესამე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს, ჩვენი გუნდი თამაშებზე 14 ათლეტით იყო წარმოდგენილი და 9 მედალი მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია ქართული პარასპორტისთვის.

ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, პარაძიუდოისტი ინა ქალდანი და პარაწოლჭიმელი აკაკი ჯინჭარაძე დაეუფლნენ.

1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში 51-ე ადგილზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი