საქველმოქმედო აქცია 

08 აპრილი 2017, 00:00 2888 ნახვა

ქობულეთში  ბოშების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წიგნები, სხვადასხვა სახის სამომხმარებლო ნივთები და ტანსაცმელი თანატოლებისთვის შეაგროვეს. ნივთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დღეს მეხუთე საჯარო სკოლაში მიიტანეს. მოსწავლეებმა ბოშათა დღის აღსანიშნავად ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს.

ამავე კატეგორიაში