საქართველოს მეცხრე მედალი პარიზის პარალიმპიადაზე 

08 სექტემბერი 2024, 20:00 333 ნახვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების დახურვის დღეს ერთმა ქართველმა იასპარეზა – პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტსმენმა სამივე ცდა გამოიყენა (238, 244 და 250 კგ), პარაწოლჭიმის ტურნირის გამარჯვებული კი ირანელი ამინზადე გახდა.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ცხრა მედლით დაასრულა, რაც ისტორიული შედეგია ქართული პარასპორტისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი