პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე პარიზის პარალიმპიადის ნახევარფინალშია

07 სექტემბერი 2024, 14:50 312 ნახვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ​+90 კგ  წონით კატეგორიაში ნახევარფინალში ყაზახ სპორტსმენს იპონით სძლია და ტურნირის ფინალში გავიდა – ოქროს მედლისთვის ქარველის მეტოქე თურქი ბოლუკბასი იქნება.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი მეორე ქართველი პარასპორტსმენი ლაშა ყიზილაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის შვიდი მედალია

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში