ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის

07 სექტემბერი 2024, 12:18 269 ნახვა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატის მორიგ საშეჯიბრო დღეს ექვსმა ქართველმა -იასპარეზა.

ტურნირზე ოქროს მედლისთვის იჭიდავა ალექსანდრე ლოლაძემ. კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველმა 18 წლის აზერბაიჯანელთან იპონით წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა ჯავახიშვილმა.

გიორგი ლოლაძე და მათე ბერუაშვილი კი მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ნაკრებიდან ვერცხლის მედალი ნინო ლოლაძემ მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი